"თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება „შტორმი გვექნება"
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“.
დევი ტებიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი 3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. ამასთან, დასძენს, რომ „ომიკრონს“ „სერიოზული კლინიკური დასაწყისი აქვს“, რაც მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ დაღლილობაში გამოიხატება.
„ახლა გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის. ეს არის სწრაფად გავრცელებადი ვირუსი. ჯერ ერთადერთი სასიხარულო არის ის, რომ ამ ყველაფერს გარდაცვალება არ მოჰყოლია. ჯერ არ არის დაფიქსირებული ასეთი ფაქტი. „ომიკრონი“ 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან „ომიკრონი“ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, „პისიარ“ ტესტი მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.
მთავარია, რომ „ომიკრონს“ ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი. დაღლილობის ძლიერი სინდრომით და აგრესიული, მაღალი ტემპერატურით იწყება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შტამი ძალიან ძლიერია თავისი ბუნებით", - განაცხადა დევი ტაბიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე ცუდი იქნება, თუ "დელტასა" და "ომიკრონის" თანხვედრა იქნება.
„დელტა“ ვირუსით ინფიცირებულს, თუ განმეორებით „ომიკრონი“ დაემატება, ეს დაამძიმებს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ეს არის ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია“, - აღნიშნავს ტაბიძე.
რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, როგორც დევი ტაბიძე განმარტავს, ვაქცინაცია მუშაობს, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ვაქცინირებული ადამინების გარდაცვალების პროცენტი ძალიან დაბალია და "თითქმის არ არის".
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი