სამი ატიპიური სიმპტომი, რომელიც "ომიკრონს" სხვა შტამებისგან განასხვავებს
ამერიკელმა ვირუსოლოგებმა სამი ატიპიური სიმპტომი დაასახელეს , რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს, "ომიკრონს" სხვებისგან განასხვავებს.
მათი თქმით, ამ შტამს მრავალი "საინტერესო" სიმპტომი აქვს, რომელიც მას COVID-19-ის სხვა მუტაციებისგან განასხვავებს.
ატიპიურ ნიშნებს შორის ხშირი ცემინება, ყელის ტკივილი და ცხვირიდან გამონადენია. მეცნიერების თქმით, ეს სიმპტომები ვუჰანური ვარიანტისთვის დამახასიათებელი არ იყო.
ვირუსოლოგების თქმით, "ომიკრონის" სიმპტომების უმეტესობა, სხვა ვარიანტებთან, შედარებით უფრო მსუბუქია. ამასთან, სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი შტამის შესახებ მონაცემები აფრიკელი ექიმის დაკვირვებიდან არის აღებული და საჭიროა სხვა ქვეყნებიდან ინფორმაციის მიღება.
"უნდა დაველოდოთ იმ ფაქტს, რომ ამ ვარიანტმა, შესაძლოა, "დელტა" ჩაანაცვლოს“, - ვარაუდობენ ვირუსოლოგები და დასძენენ, რომ უმეტეს რეგისტრირებულ შემთხვევაში, ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გავლილი არ ჰქონდათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).
COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
