შენარჩუნდება თუ არა კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტი - გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
"ეს დამოკიდებულია საბჭოს დღის წესრიგზე. ჯერჯერობით, როგორც ვიცი, ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება სწრაფი ტესტების გაკეთებას, გახდება თუ არა ის ფასიანი გარკვეული ჯგუფებისთვის, წარდგენილია ჩვენი წინადადებები სამინისტროში. არსებობს მთავრობის 975-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს „პისიარ“ და სწრაფი ტესტების ვალდებულებას სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მიმართ და ეს ჩვენი წინადადებების ახალი პაკეტი წარდგენილია, თუ ამ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, რომელ ჯგუფებში უნდა დარჩეს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე და ვისთვის საკუთარი ხარჯით, თუ ისინი აცრილი არ არიან. იმ პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, მათთვის ფასიანი არ გახდება სწრაფი ტესტი", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
