როგორია პროექტი ორსული ქალბატონებისთვის, რომელიც INER Georgia-ს მიერ ხორციელდება

“INER Georgia – წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში” 2002 წელს დაარსდა ქალაქ ქუთაისის, მცირე პროფესიონალი ჯგუფის მიერ.

აბრევიატურა ასე განიმარტება: INER = Institut für Naturliche Empfangnisregelung Dr. Rötzer - ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირების ინსტიტუტი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავსტრიელი ექიმის ი.როცერის  დაგეგმვის სიმპთო - თერმულ მეთოდს. ინსტიტუტი მდებარეობს ავსტრიაში და ამ პროექტით კურირებს ჩვენს ცენტრს საქართველოში.

 

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ოჯახების მხარდაჭერას აღმზრდელობით - საგანმანათლებლო, სოციალურ - სანიტარული და საკონსულტაციო პროფილით. ოჯახის ყველა სეგმენტისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი მომსახურება.

 

ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ უფრო კონკრეტულად FirstNews.ge-ს პროექტის კოორდინატორი ლალი ჩარკვიანი ესაუბრა.

 

- პროექტების ფარგლებში ვმუშაობთ დედების, მოზარდი - ახალგაზრდებისთვის, რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების და ზოგადად, საზოგადოებაში სიცოცხლის კულტურის გავრცელების მიზნით. ამ მხრივ, ჩვენ არაერთ პროექტს შევასხით და ვასხამთ ხორცს, მათ შორის, გამოვყოფდი - „სიცოცხლის მარში“, რომელიც საზოგადოების დიდ მობილიზაციას გულისხმობდა აბორტის სენსიტიური თემის მიმართ. ეს პროექტი მასშტაბური გახლდათ და სულ შვიდჯერ გაიმართა ჩვენს ქალაქში. ამ მარშით ჩვენ ასევე სოლიდარობას ვუცხადებდით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამართულ „სიცოცხლის მარშს“.

 

- რა არის თქვენი ორგანიზაციის მიზანი?

 

- ჩვენს ცენტრს აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტი და ეს არის ოჯახი, მისი გაძლიერება ფორმაციული და ინფორმაციული მხარდაჭერის გზით. ასევე, ახალი არსების დაცვა ჩასახვის წუთებში, მისი გადარჩენა აბორტის საშიშროებისგან, ქალის დახმარება სამედიცინო, სოციალური, საადვოკატო სერვისების მიწოდებით.

 

- მოგვიყევით თქვენი ამჟამინდელი პროექტის შესახებ ...

 

- ჩვენ გვაქვს როგორც მიმდინარე, ასევე პერმანენტული პროექტები, რომლებსაც დაარსების დღიდან ვახორციელებთ: „ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვა/ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირების კურსი“; „მშობელთა სკოლა“, რომელიც სისტემატური შეხვედრების გზით მიზნად ისახავს აღმზრდელობითი სახის  მუშაობას ბენეფიციარებთან/ დედებთან, მამებთან (ამჟამად ცენტრს 20-მდე ბენეფიციარი ჰყავს); „სიყვარულის სამყარო:  ახალგაზრდების ემოციონალურ -სქესობრივი აღზრდა“.  „დედა&ქალიშვილი: სხეული გვიყვება: ფიზიოლოგიური ციკლის გაცნობა მოზარდ გოგონებზე (შეხვედრები დედების თანხლებით). ამჟამად ცენტრში მოქმედებს პროექტი ორსული ქალბატონებისთვის, პროექტის თავდაპირველი მიზანი გახლდათ დახმარება აბორტის საშიშროებაში მყოფი ქალბატონებისთვის, რადგანაც ჩვენთვის უპირატესია ახალი არსების დაცვა ყველაზე დაუცველ ფაზაში – ჩასახვის წუთებში, მაშინ როდესაც უარყოფენ მის უფლებებს და ხელყოფენ სიცოცხლეს. პროექტი ითვალისწინებს დახმარებას ორსულებისთვის (შეზღუდვა სოციალური მდგომარეობის გამო არ გვაქვს) 1. ექიმთან ვიზიტი, (სახელმწიფო 8 ვიზიტის ზემოთ); 2. ლაბორატორიული კვლევა; 3. მედიკამენტები. სოციალურად დაუცველი დედები ავტომატურად გადადიან მეორე პროექტში „მშობელთა სკოლა“, რომელიც  ასევე მხარდაჭერას უწევს დედას და ბავშვს 3 წლის ასაკამდე.

 

266013418 282016713878254 7814633871606213210 n

 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

 

- დღევანდელმა პანდემიურმა ვითარებამ, ჩვენი აქტიურობაც შეაფერხა, რაც პირისპირ შეხვედრებს, ურთიერთობებს მოიცავს. შევაჩერეთ დიდი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კონკურსების ჩატარებას სიცოცხლის თემაზე. სამწუხაროდ ონლაინით ვერ მოხერხდა კონკურსში ჩართვა. როგორც კი უსაფრთხოდ ჩატარების საშუალება მოგვეცემა განვაახლებთ აღნიშნულ კონკურსს. გვინდა, რომ ჩვენი საქმიანობა ხელშესახები სიკეთე ყველა მათგანისთვის, ვინც ჩვენს ცენტრს აკითხავს და ვისაც სურს წვლილი შეიტანოს სიცოცხლის კულტურის გავრცელებაში. 

 

P.S. ჩვენს ცენტრს, ჩვილშვილიანი ოჯახები დახმარებისთვის მომართავენ არა მხოლოდ ქუთაისის მკვიდრნი, არამედ რეგიონებიდანაც. ორგანიზაცია გაწევრიანებულია არასამთავრობო ორგანიზაციის საკოორდინაციო ქსელში და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სერვის-ცენტრებთან. ცენტრი ერთ-ერთი თანამონაწილეა ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული "გადაუდებელი დახმარების პროგრამაში".

                                                                             

 

 

 

წაკითხვა 645 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 17 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.