"ვფიქრობ აზრს კარგავს ყოველდღიური ინფიცირებული შემთხვევების თვლა" - თამუნა გოდერიძე
ექიმი, ენდოკრინოლოგი თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც მედიკოსი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, ყოველდღიური კოვიდინფიცირების სტატისტიკა აზრს კარგავს.
"ვირუსის ისეთი გავრცელების პირობებში როგორიც მომდევნო კვირებში გვექნება, ვფიქრობ აზრს კარგავს ყოველდღიური ინფიცირებული შემთხვევების თვლა, თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეინფიცირების შემთხვევების გაზრდა სტატიტიკურ მონაცებში ზედდებულ ციფრებს ქმნის და მხოლოდ ფსიქოლოგიურად თრგუნავს საზოგადოებას.
დადგა ეტაპი, რომ მხოლოდ ჰოსპიტალში მოთავსებული (ოღონდ ნამდვილად ვისაც ჭირდება! და იმედს ვიტოვებ რომ უკვე აღარავინ ხვდება არამიზნობროვად) შემთხვევების რაოდენობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემოვიდეს ქვეყანაში პერორალური გამოყენების მედიკამენტები, რომელსაც მხოლოდ ოჯახის ექიმების მიერ გაცემული რეცეპტის საფუძველზე მიიღებს.
მატერიალური და ადამიანური რესურსი აღარ უნდა დაიხარჯოს ბინაზე და ამბულატორიულ კლინიკებში ჩატარებულ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არაფრისმომცემ კვლევბზე, ეს ეხება იმ პირებს რომელთაც პრაქტიკულად უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, არიან აცრილები, ახალგაზრდები, არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ა.შ.
კოვიდი იმართება პაციენტის სუბიექტური მდგომარეობით და მხოლოდ ჩივილების სწორი ინტერპრეტაციისას ინიშნება კონკრეტული კვლევები და შესაბამისი მკურნალობა.
ნუ დავხოცავთ ჩიტებს ბომბით ( .... დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი თვითნებითი მკურნლობა ანტიბიოტიკებით და აცრილ დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები "დექსამეტაზონებით")", - წერს თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
