შეიცვლება თუ არა “მწვანე პასპორტის” მოქმედების ვადა
“მწვანე პასპორტის” შემოღების დღიდან მოყოლებული ეპიდემიოლოგები აცხადებდნენ, რომ ვადები არ არის სწორი ლოგიკით დალაგებული და ეს შესაცვლელია.
ახლა კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი “ომიკრონის” პირობებში გადახედვას საჭიროებს. სპეციალისტები ამ განცხადებას დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ კოვიდ პასპორტის ვადა 6 თვით უნდა განისაზღვროს. საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა, მწვანე სტატუსს ამ დროისთვის იღებს ადამიანი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ან აქვს 72 საათიანი “პისიარ” ტესტი, 24 საათიანი სწრაფი ტესტი, ან გადატანილი აქვს კოვიდი”, - წერ გაზეთი “რეზონანსი” სტატაიში, სათაურით შეიცვლება თუ არა “მწვანე პასპორტის” მოქმედების ვადა / “მწვანე პასპორტის ვადა მაქსიმუმ 6 თვე შიძლება იყოს კოვიდგადატანილებშიც და ვაქცინირებულთათვისაც”.
“მოქალაქეები კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებსა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში , კონოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე მხოლოდ და მხოლოდ “მწვანე პასპორტის” წარდგენის შემდეგ დაიშვებიან. “პისიარის” ტესტის მეშვეობით მწვანე სტატუსს, 72 საათის განმავლობაში ნარჩუნდება ცნობას ლაბორატორია კოვიდუარყოფითი პასუხის შემთხვევაში გასცემს. ასევეა 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტის შემთხვევაში. მეორე დოზით აცრის შემთხვევაში მწვანე სტატუსი იმ წამსვე აისახება აპლიკაციაში, თუმცა, მოქმედების ვადა განსაზღვრული არ არის. კოვიდ გადატანილებს კი ამ დროისთვის მუდმივი “მწვანე სტატუსი” აქვთ. “მწვანე პასპორტის” ამოქმედებისთანავე სპეციალისტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აცხადებდნენ, რომ მწვანე სტატუსის მუდმივად მინიჭება რომელიმე კატეგორიისთვის არასწორია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზიც არაოფიციალური ინფომარციით, სწორედ “მწვანე პასპორტის” ვადებთან დაკავშირებული უთანხმოება იყო. გუშინ ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ახალი შტამის პირობებში მწვანე პასპოტის ვადები უნდა გადაიხედოს. “ახალმა შტამმა “ომიკრონმა” კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ “მწვანე პასპორტის” საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას. რაც შეეხება “მწვანე პასპორტის” სტატუსს და კრიტერიუმებს. ჯერჯერობით ჩვენ შევინარჩუნებთ იმ სტატუსს, რომელიც “მწვანე პასპორტებთან” მიმართებაში გვაქვს. მნიშვნელოვანია მისი არსებული კრიტერიუმების აღსრულება. ბევრმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტში" გაითვალისწინა “ბუსტერ”დოზის აუცილებლობა და იქ გადატანის სტატუსს ნაკლები პასუხისმგებლობა ეთმობა. ეს ყველაფერი არის მიმდინარე, რა თქმა უნდა, “მწვანე პასპორტს”, რომელიც დღეს გვაქვს, კარგი აღსრულების პირობებში მოსალოდნელი აქვს პოზიტიური ეფექტი”, - განაცხადა გაბუნიამ, რომლის თქმით, “განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამდენად მაინც დღეს მნიშვნელოვანია “მწვანეპასპორტის” პირობების და რეგულაციების აღსრულება", - დასძენს გაბუნია. როგორ შეიძლება შეიცვალოს “მწვანე პასპორტის” მოქმედების ვადები, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე. მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საქმის კურსში არ იმყოფება და გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით საკორდინაციო საბჭო გამოაცხადებს. სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ახალი შტამის პირობებამდეც კოვიდ პასპორტის ვადები შესაცვლელი იყო, რადგან მუდმივი მწვანე პასპორტის პრაქტიკა არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება”, - დასძენს გამოცემა.
“ადამიანებს, მათ შორის ორჯერ აცრილებსაც და კოვიდ გადატანილებსაც არ აქვთ მუდმივი იმუნიტეტი. სამხრეთ აფრიკის მაგალითის მიხედვით “ომიკრონის” პირობებში რეინფიცირების შემთხვევები უკვე 60%-მდე გაიზარდა. ძველი შტამის “დელტას” დროს სამი თვიდან ექვსი თვის შუალედში კოვიდ გადატანილებშიც და ვაქცინირებულებშიც მკვეთრად იზრდებოდა რეინფიცირების შანსი. ახალი შტამის პირობებში კი ეს დრო შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. მწვანე პასპორტის ვადებში მსგავსი ლოგიკური ახსნა უნდა იყოს ჩადებული. ფაქტებიდან და მონაცემებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ მწვანე პასპორტის ვადა მაქსიმუმ 6 თვე შიძლება იყოს კოვიდ გადატანილებშიც და ვაქცინირებულთათვისაც, როგორც ევროკავშირშირის ქვეყნებშია, ან ყველაზე მეტი 9 თვე. “პისიარით” და სწრაფი ტესტით მწვანე სტატუსის მიღების დრო ლოგიკურია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი