ქუთაისში H1N1 ვირუსით ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში H1N1 გრიპის ვირუსით ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია.
30 წლის ქალი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, 38 კვირის ორსული საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ცხელებით შემოვიდა.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი მძიმე ფორმის ვირუსული პლევმონია, სეფსისი და სეპტიური შოკი, ასევე პოლიორგანული უკმარისობა გახდა.
პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქალის შემოყვანიდან 24 საათის განმავლობაში ჩატარდა საკეისრო კვეთა, პაცინეტის მდგომარეობა კი კვლავ მძიმე იყო.
ექიმების თქმით, დაავადება განვითარდა, რის შემდეგაც მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში იმყოფებოდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სიახლეები
- შალვა თადუმაძე კითხვაზე: ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, აცხადებს, რომ „არ იცის“
- „ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
- ახალი მსოფლიო წესრიგი - როგორ აისახება ეს საქართველოზე
- როდისაა მოსალოდნელი ავიარეისების აღდგენა რუსეთთან და რატომ ალაპარაკდა მოსკოვი ფრენების განახლებაზე
- სალომე ზურაბიშვილი - ნატო-ში შესვლა გამოცდა არ არის, სადაც თუ საჭირო ნიშნებს დააგროვებ, ავტომატურად მიგიღებენ