''შემთხვევების მატება შემოდგომაზე, შეიძლება 5000-მდე გაიზარდოს'' - ბიძინა კულუმბეგოვი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ერთი კვირის განმავლობაში 72 073 ტესტი ჩატარდა.
ქვეყანაში შექმნილ ეპიდ-ვითარებასთან დაკავშირებით FirstNews.ge ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.
მან ჩვენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინა უმთავრესი იარაღია იმისათვის, რათა ქვეყანაში ლოკდაუნის საჭიროება არ გახდეს.
“ვირუსის მიმდინარეობისას, თუ რაიმე ახალი არ მოხდა, აგრესიული, ჰიბრიდული ან მუტანტური შტამი თუ არ გამოჩნდა და ამ მიმართულებითა და ტენდენციით გაგრძელდა, მაშინ საგანგებო მდგომარეობა არ გვექნება. ამ ვირუსს მძიმე მიმდინარეობა ჰოსპიტალიზაციაზე და სიკვდილიანობა არ აქვს.
შემთხვევების მატება იქნება. თუ ახლა დღეში 400-500 შემთხვევა გვაქვს ,შემოდგომაზე ეს რიცხვი შეიძლება 5000-მდე გაიზარდოს.
თუ საზოგადოება ვაქცინაციით შეიარაღებული დახვდება, მაშინ ლოკდაუნის საჭიროება აღარ იქნება.
ინდივიდუალური დაცვა პირბადით და ვაქცინაცია რისკ ადამიანებისა, იქნება გარანტია, რომ როგორც სხვა წლებში ვირუსულ დაავადებას ვუმკლავდებოდით, ისე გადავლახავთ ამ ინფექციასაც,’’ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა FirstNews.ge-თან საუბარში.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.
როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.
მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე.
„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი