"საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული" - მიხეილ სარჯველაძე
საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ტუბერკულოზის დამარცხების მიმართულებითაც ქვეყანაში სერიოზული წინსვლა
„2015 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 82 000 ადამიანი არის ამ დროისთვის უკვე განკურნებული და ამ დროისთვის პრაქტიკულად დავიწყეთ საბოლოო ელიმინაციის ფაზაზე მუშაობა. აღარაფერს ვიტყვი თითოეული ასეთი ადამიანისთვის მოტანილ ეფექტზე, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.
რაც შეეხება, ტუბერკულოზს. ტუბერკულოზის მიმართულებით გვაქვს სერიოზული წინსვლა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის შემთხვევების გავრცელება 71%-ით შემცირდა და 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სიახლეები
- "ევროკავშირი ეფუძნება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს"
- სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში: რატომ არის პირველი 48 საათი გადამწყვეტი ტკიპის კბენისას
- რატომ ამზადებს ყველა ამ მარწყვის სალათს? - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა
