"შესაძლოა, ადამიანმა არც იცოდეს, რომ ავადაა და ავრცელებდეს ინფექციას"
"შესაძლოა, ადამიანმა არც იცოდეს, რომ ავადაა და ავრცელებდეს ინფექციას", - ამის შესახებ იმუნოლოგმა და ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
კულუმბეგოვის თქმით, ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს აინფიცირებენ, რადგან სახლში პირბადეს არავინ იყენებს.
"ყველაზე მეტად გადამდები არის სიმპტომიანი ადამიანი. მაგრამ სიმპტომების დაწყებამდე 48 საათით ადრე, ადამიანი იწყებს ვირუსის გავრცელებას, ამიტომ ეს ადამიანი ავრცელებს ყველგან, სადაც იმყოფება, განსაკუთრებით ნიღბის გარეშე. მსოფლიოში გადადების ყველაზე მეტი მაჩვენებელი ამ დროს, ანუ პრესიმპტომურ გამოვლენამდე ხდება, უფრო კონკრეტულად სახლში, იმიტომ, რომ ამ დროს ადამიანი ნიღბით არ დადის, მითუმეტეს, როცა არაფერი აწუხებს. საზოგადოებრივ სივრცეში, ნიღბის ტარების ვალდებულება ყველას აქვს. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ადამიანი საშიაშია აქტიური სიმპტომის, ცემინებისა და ხველის დროს. მაგრამ 48 საათით ადრე, შესაძლოა, ადამიანმა არც იცოდეს რომ ავადაა და ავრცელებდეს ინფექციას, შესაძლოა, პირველ რიგში ოჯახის წევრები დაასნეულოს",- განაცხადა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
