November 15, 2024

„მე არ ვპროგნოზირებ არაფერს, მე ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად არ გვაქვს“- (ვიდეო)

„მე არ ვპროგნოზირებ არაფერს, მე ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად არ გვაქვს“ – ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ჩალაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რითაც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას გამოეხმაურა.

 

ჩალაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების არდაწესების გადაწყვეტილება “პოლიტიკური კეკლუცობაა”.

 

“არ მინდა ჩემი განცხადება იყოს პოლიტიკური, თუმცა, გადაწყვეტილება, რომ არ წესდება შეზღუდვები არის დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ. ეს არის ჯანმრთელობაზე თამაში და პოლიტიკური კეკლუცობა. მაშინ, როცა ქვეყანაში დიდი საფრთხე არ იყო, ისეთი როგორიც არის დღეს, ქვეყანა მოსპეს, ჩაგვკეტეს და გვეშინოდა, რომ დავიღუპებოდით. ჩვენ დღეს დავიღუპეთ, დღევანდელი ეკონომიკა, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმას, რაც დღეს ჩვენთან ხდება”.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ვაზვიადებთ სიტუაციას და რაში გამოიხატება, ის რომ “ცუნამი გვიახლოვდება”, გიორგი ჩალაძე პასუხობს:

 

“ვიცით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გვექნება. გადარჩენის მეორე გზა არის პოპულაციური იმუნიტეტი, რომლიც გამომუშავება, თეორიული ზღვარი, რაც შეიძლება განვიხილოთ არის 20-30%, იდეალურ შემთხვევაში 80%. ამ შემთხვევის დროს ქვეყანა ვერ გადარჩება, არ არსებობს ამის განხილვა საერთოდ.

20-30%-ის შემთხვევაში დგება ის მომენტი, რომ აღარ გვაქვს რესურსი რაიმე ვქნათ. სწორი გადაწყვეტილებები, რაც დღეს უნდა მივიღოთ არის ადგილობრივი – შეზღუდვების დაწესება, რაც შეიძლება მალე, მიზანმიმართული და ყველაზე მთავარი, ჩვენი ბრძოლის იარაღია მარტივი და იაფფასიანი პირბადე, ხელების დაბანვა და სწორი კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან.

ფორმულა არის მარტივი: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს, არ ვართ შოტლანდია, ირლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ამიტომ გვერჩება ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალება პირბადე, ხელების ჰიგიენა და თვითშეგნება. ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ყოველი არასაჭირო მოძრაობა ქალაქში იწვევს ადამიანების დაავადებას. ერთი ადამიანი ასნეულებს მინიმუმ 10 ადამიანს, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, ამას ვერ გაუძლებს ვერც სამედიცინო სისტემა, განსაკუთრებით ვერ გაუძლებს ჩვენი სატესტო სისტემა,” – აცხადებს გიორგი ჩალაძე.

 

წაკითხვა 808 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 15 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.