როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტის რჩევები
აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე ახალი კორონავირუსის სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს რჩევებს აძლევს.
,,სახლში კოვიდით მკურნალობასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა რომ მას მსუბუქად გადაიტანთ არის ბევრად მეტი, ვიდრე დამძიმების ალბათობა; ამასთანავე, მსუბუქი დაავადებით კლინიკაში მისვლით განსხვავებულ მკურნალობას დიდი ალბათობით არ მიიღებთ.
ბუნებრივია, კონტაქტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმთან (როგორც ჩანს კონტაქტზე გასვლა და რჩევის მიღება ხშირად ვერ ხერხდება) ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით.
მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (გულის უკმარისობა არის ერთ-ერთი-გამონაკლისი, როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ სითხეების მიღებისას).
არ დალიოთ სიცხის დამწევი თუ ტემპერატურა არის 38.3°-ზე დაბალი.
იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი - ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი რაც ფეხის კუნთებს აამუშავებს - ნუ დალევთ ასპირინს (ან ნებისმიერ „სისხლის გამათხელებელს“) თვითნებურად, თუ უკვე გამოწერილი არ გაქვთ ექიმისგან სხვა ჩვენებით.
რა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ვრეკავთ 112-ში: სუნთქვის გართულება; გულმკერდის გახანგრძლივებული ტკივილი/მოჭერის შეგრძნება, გონების დაბინდვა, სახის ან ტუჩების გალურჯება.
კოვიდი და დ ვიტამინი: ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კვლევა არსებობს დ ვიტამინსა და გრიპის ვირუსის სიმძიმის/სიკვდილიანობის შესახებ; მინიმუმ ორმა კვლევამ აჩვენა კავშირი დ ვიტამინის დეფიციტსა და კოვიდის მძიმე მიმდინარეობას შორის (რესპირატორული დისტრესი და სიკვდილიანობა); ამიტომ, თუ იცით რომ დ ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, განაგრძეთ ვიტამინის მიღება, სხვა შემთხვევაში დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ ხართ კოვიდდადასტურებული ან საეჭვო პაციენტის მომვლელი: გაიკეთეთ ნიღაბი პაციენტთან კონტაქტისას, ხშირად დაიბანეთ ხელები; თუ არის საშუალება, სასურველია პაციენტს ჰქონდეს გამოყოფილი ოთახი, სააბაზანო, თეთრეული და ჭურჭელი, რომელიც ცალკე გაირეცხება და ზედაპირები გასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებით, რეზინის ხელთათმანის გამოყენებით; ბუნებრივია მნახველის ვიზიტი ამ დროს არ უნდა მოხდეს
არცერთი ტესტი და არც ერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპიური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები არის დასაცავი", - წერს მაჩაიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- “როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის - გვერდში ვუდგავარ უკრაინას, მხარს ვუჭერ მკვლელობების შეჩერებას” - დონალდ ტრამპი
- “ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” - დონალდ ტრამპი
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა
- “ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა” - მასკი
- “მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ” - მაკა ბოჭორიშვილი