"თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით" - რატიანი
ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ,,იმედის" ეთერში განაცხადა.
ექიმმა საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„8 თვე გავიდა და არ არსებობს სამკურნალო საწამლო საშუალება, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს, არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური, ერთადერთი, რაც გვაქვს ეს არის სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ რაც სამყაროს გამოცდილებამ გვაჩვენა არის ის, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, ელემენტარულ ღონისძიებებს, რაც ამ დაავადების ჯაჭვის წყვეტა მოითხოვს, ეს პრობლემა გადაჭრადი იქნება, მაგრამ თუ ისევე გავაგრძელებთ, როგორც დღემდე, ამას არათუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, წარმატებული ჯანდაცვის სისტემებიც განიცდის ასეთ შემთხვევაში რღვევას, ამიტომ ყველას ვალდებულებაა, დავიცვათ რეკომენდაციები. ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, თუ საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, დადგება დრო, ჩვენც გამოვიფიტებით. დამერწმუნება ყველა, რომ თითოეული ჩვენგანი ჯარისკაცი ვართ, თითოეული სიცოცხლის გამოჯანმრთელების, გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ თუ მასიურად არ დაიცვა ჩვენმა მოსახლეობამ ის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, თავშეყრის ადგილების აკრძალვა და ა.შ, საქართველოს ჯანდაცვა სამწუხაროდ ამას ვერ გაუმკლავდება, ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება, დავიცვათ ელემენტარული ნორმები და იმედია, რომ გარკვეულ პერიოდში ეს გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, რაც პირდაპირ პროპორციულ კავშირშია დაავადებულთა რაოდენობასთან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
