"საფრთხე სერიოზულია" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსული ინფექციის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერა.
როგორც მან ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და კლინიკური ჯგუფის წამომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
„მოსახლეობის დიდ ნაწილს კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს. მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი იგივე სურდოა. სურდოს ხშირად გრიპს ეძახიან. გრიპი კიდევ სხვა რამეა. ამიტომ, უნდა დავიჯეროთ. მილიონ ორასი ათასი ადამიანი შეიწირა ამ კორონავირუსულმა ინფექციამ. ერთ წელიწადში სიკვდილიანობით კორონავირუსულმა ინფექციამ გადასწრო მალარიას, შიდსს და მიუახლოვდა ტუბერკულოზს. ამიტომ სერიოზულ საფრთხესთან არის საქმე. ასეთი პანდემია საუკუნეში ერთხელ არის“,- განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
- ლარის კურსი
- ნორვეგიაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
