"მოსახლეობასთან ორი სერიოზული თხოვნა მაქვს" - ცერცვაძე
თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ორი თხოვნით მიმართავს.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მოსახლეობას ურჩევს სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და თვითმკურნალობას ნუ ჩაიტარებენ, გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ და პირბადე ატარონ.
,,ორი სერიოზული თხოვნა მაქვს მოსახლეობისადმი, პირველი, სიკვდილობის შემთხვევების დიდი რაოდენობა მოდის იმ პაციენტებზე, რომლებიც დარჩნენ ბინაზე, არ მიაქციეს ყურადღება ავადმყოფობას და უკიდურესად დამძიმების შემდეგ მიმართეს ექიმს. ისეთ ადამიანებზე ვამბობ, ვისაც არ სჯეროდა დაავადების, რომ ეს კოვიდი იქნებოდა, კიდევ ახლობლების რჩევით იტარებდა მკურნალობას. მინდა ვთხოვო, სანამ მათი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აუცილებლად მიმართონ ექიმს.
და მეორე სერიოზული რაოდენობა მოსახლოების, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დემონსტრაციულად ახდენს პირბადის ტარების უგულვებელყოფას, მიზეზი სხვადასხვაა, ზოგს არ სჯერა კოვიდის არსებობის, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ზოგს უბრალოდ თვითდამკვიდრება და თავის გამოჩენა უნდა, რომ მას კოვიდი ვერაფერს დააკლებს, ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, მივმართავ თხოვნით, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გყავთ სახლში ასაკოვნები, თქვენ მათ უქმნით სასიკვდილო საფრთხეს, ნუ გაწირავთ სასიკვდილოდ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს
- ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
- დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი