"ეს არის ერთადერთი მედიკამენტი, რომელმაც იმედები ნაწილობრივ გაამართლა" - ცერცვაძე
თბილისის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პრეპარატი რემდესივირი ამ ეტაპზე, ერთადერთი ეფექტური ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ამერიკის კვების და წამლის სააგენტომ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის დაუშვა.
მისი თქმით, აღნიშნული პრეპარატი არ არის იდეალური, მაგრამ უკეთესი ამ დროისთვის არ არსებობს.
"ძალიან ბევრი მედიკამენტი გადიოდა და გადის კლინიკურ კვლევას. თავიდან ბევრზე ამყარებდნენ იმედებს და ამას შემდეგ მოსდევდა იმედგაცრუება. რემდესივირი, ჯერ-ჯერობით არის ერთადერთი, რომელმაც ეს იმედები სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ გაამართლა.
კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ ეს პრეპარატი ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს ლეტალობას. ჩერჩილს აქვს ასეთი ფრაზა - დემოკრატია საშინელი რამ არის, მაგრამ უკეთესი ჯერ არ მოუფიქრებიათო. აი, ასეა რემდესივირიც. შესაძლოა რემდესივირი არ არის საუკეთესო, მაგრამ უკეთესი ჯერ არ გვაქვს.
ამიტომაც, ამერიკის საკვების და წამლის სააგენტომ, პირველად და ჯერჯერობით მხოლოდ რემდესივირს მისცა რეკომენდაცია, ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტისთვის.
რაც შეეხება გამოყენებას, იცით, რომ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ ტამიფლუს აქვს ასეთი შეზღუდვა - ის უნდა მიიღოს პაციენტმა დაავადების საწყის ეტაპზე, 48 ან მაქსიმუმ 72 საათში. ასეთი შეზღუდვა რემდესივირს არ აქვს, თუმცა, ყველა ლოგიკით, ვინაიდან ეს არის ანტივირუსული პრეპარატი, ანუ ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს, ბუნებრივია, რომ მისი მიღება სასურველია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- ცნობილია ვინ იბრძოლებს ქუთაისის მერობისთვის
- “სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენება” - საია
- “თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა” – პაპუაშვილი
- რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა