სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა - 603, იმერეთი - 619, ქვემო ქართლი - 122, შიდა ქართლი - 140, გურია - 94, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 97, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

"ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 890, იმერეთში - 1 049. მძიმე პაციენტი გვყავს 749, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 121, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 88, იმერეთში - 30. 3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 282 - იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 425 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -418, აჭარაში-1 309, ხოლო იმერეთში - 32.

 

სულ 6 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 897 პირი.

 

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი, აჭარაში - 18 460, იმერეთში - 4 921“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

წაკითხვა 489 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.