ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა 23:00 საათის ნაცვლად დასრულდება 22:00 საათზე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში 12 წლიდან მოზარდთა ბავშვებში იმუნიზაციის პროცესი დაიწყოს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე მოქალაქეს არანაირი მოსამზადებელი პროცედურა არ სჭირდება და არც ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს რაიმე განსხვავებულ ქმედებას.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 288 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 777 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%.
ვაქცინაცია არ იწვევს უშვილობას - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ზე წერს და ერთ-ერთი მოქალაქის შეტყობინებას აქვეყნებს, რომელსაც დაფეხმძიმენამდე ვაქცინაციისგან თავის შეკავება ურჩიეს.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, ვაქცინის მესამე დოზით რომელი ჯგუფი უნდა აიცრას.
