დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრმა გუშინ გამოცხადებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველა მათგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 536 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 610 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 926 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 439 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 146 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%.
ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ ქვეყანაში ინფექციის შესაჩერებლად შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
ამ დროისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტს განსაკუთრებით საშიში შტამის სტატუსს არ ანიჭებს.
