November 23, 2024

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 9 აგვისტოს დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 439 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 236  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 146   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.54%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 524 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 915 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  450 149-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.74% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.75%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 146 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 403 762-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 499, იმერეთი - 177, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 90, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 125, აჭარაში - 874, იმერეთში - 959. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 პირი, მათ შორის, თბილისში - 587, აჭარაში - 134, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 21, იმერეთში - 18. 2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 - თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 8 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 332, პირი, აჭარაში - 5 186, იმერეთში - 3 846.

წაკითხვა 352 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 09 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.