ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ, თუმცა ის პაციენტები, ვინც შესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილები, მნიშვნელოვანია, რომ მათი დროული გადაყვანა მოხდეს კოვოდსასტუმროებში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 430 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 635 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი, რომელიც ბინაზე მკურნალობს, თვითიზოლაციის წესებს არღვევს.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ქეიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, მომდევნო ორი კვირა განსაკუთრაბულად რთული იქნება სამედიცინო და კლინიკური სექტორისთვის, თუმცა თუ მოსახლეობა რეგულაციებს ზედმიწევნით კარგად შეასრულებს და ვაქცინაცია სწრაფი ტემპით გაგრძელდება, 2-3 კვირაში ეპიდსიტუაციის დასტაბილურიების ნიშნები გამოჩნდება.
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იცრება.
