აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ განუცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 790 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%.
ვაქცინას პლიუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს კომპანიის ვაქცინას საგანგებო შემთხვევებში გამოყენების უფლება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმო ავრცელებს.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია Pfizer/BioNTech-ის, Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს მიანიჭა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ნიშნავს, რომ მან ვაქცინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დაადასტურა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ნუსხაში შეფასებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც პლატფორმა COVAX-ში ჩართვისთვის აუცილებელი პირობაა. ეს ასევე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაჩქარდეს საკუთარი კანონმდებლობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტისა და დანერგვის შესახებ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 895 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 791 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 487 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 878 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%.
