როდის მოვიხსნით პირბადეს გარე სივრცეში - ამირან გამყრელიძის განცხადება
აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება, გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
„მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. დღეს ყველას გვიკეთია პირბადე, ამას უკვე მივეჩვიეთ. პირბადე აუცილებელია და კიდევ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი. თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, ანუ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია, მაშინ გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
ამირან გამყრელიძე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩინური "სინოფარმით" აიცრა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
