ინდოეთში ვირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს - კორონავირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა. ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და სიკვდილიანობაც, სავარაუდოდ, მაღალია.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების შემდეგ აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, Sinopharm-ის ვაქცინა, ჯერჯერობით, ისევ ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ უკვე აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორი ენტონი ჰარდენის განცხადებით, ვაქცინა კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პრევენციას 100%-ით არ უზრუნველყოფს.
კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კვლევებზე იმყოფება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 964 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 377 PCR ტესტით.
ფაქტია, რომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ და ცხოვრებას ასე ვერ გავაგრძელებთ. ქვეყანას არსებობისა და განვითარებისთვის სჭირდება უფრო მეტი თავისუფალი ცხოვრება. მეტი შეზღუდვისა და ლოკდაუნის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად მომაკვდინებელია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
