ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2021'' გრან პრის გარეშე დასრულდა
იმერეთის თეატრალური ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალი 12 წელია ტარდება. მასში მონაწილეობას იმერეთის თითქმის ყველა სახელმწიფო და სახალხო თეატრი იღებს. წლევანდელი ფესტივალი 17 ივნისს გაიხსნა და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით „ნოსტრადამუსი“-თ დაიხურა.
ჟიურიმ საუკეთესო დრამატურგად რეზო კლდიაშვილი დაასახელა, სპექტაკლისათვის „იმერული რეკვიემი“.
სამწუხაროდ, წელს, ჟიურიმ გრან პრი არ გასცა. ნომინაციაში საუკეთესო ,,საუკეთესო სპექტაკლი'' პრიზი არცერთ თეატრს მიუღია. ჟიურის თავმჯდომარე ჩხარტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგი ფესტივალისთვის თეატრები უკეთესად მოემზადებიან და მომავალ წელს ჟიური გრან პრს გასცემს.
დახურვის საზეიმო ცერემონიალამდე თეატრის ფოიეში ჟურნალის „თეატრალური ქუთაისის“ პრეზენტაცია გაიმართა. ფესტივალზე ტრადიციულად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოეს.
საუკეთესო მსახიობის ტიტული ხარაგაულის თეატრის რეჟისორსა და მსახიობს ირინე ჩხეიძეს ხვდა წილად, ხოლო საუკეთესო მსახიობი კაცის ტიტული წყალტუბოს თეატრიდან ზურაბ ყურაშვილმა მოიპოვა.
ფესტივალის დახურვაზე შეკრებილ საზოგადოებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი მიესალმნენ.
„ეს დღეები როგორც წესი თეატრალური ზეიმია ჩვენს რეგიონში. მიხარია რომ ამ თეატრალური მოვლენის მთავარი მასპინძელი ქუთაისია. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, ჟიურის და მის თითოეულ მონაწილეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ლევან როხვაძეს,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს" - Reuters
- "დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება"
- "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"
