ვირტუოზი პიანისტი დავით ალადაშვილი ქუთაისში კონცერტს გამართავს
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 31 დეკემბერს ,,თიბისი გალერეაში'' ქალაქის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით ვირტუოზი პიანისტი დავით ალადაშვილი კონცერტს გამართავს.
პიანისტი არაერთი კონკურსის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია , ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ. მას არაერთხელ დაუკრავს ისეთ სცენებზე, როგორებიც არის “Carnegie Hall”, “Lincoln Center”, “ Teatro alla Scala”.
2013 წლის 13 დეკემბერს მისი სადებიუტო ალბომი “ოპუს 13” New York Times-მა წლის ერთ-ერთ საუკეთესო ახალ ალბომად აღიარა.
2008 წლიდან, საქართველოში ის აქტიურად ატარებს კონცერტებს და არაერთ საქველმოქმედო, სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროექტს უდგას სათავეში.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
