ქუთაისის თეატრში სპექტაკლ „ტესტოსტერონის“ პრემიერა გაიმართა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასმა სპექტაკლ „ტესტოსტერონის“ პრემიერა გამართა.
საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პოლონელი დრამატურგის, ანჯეი სარამონოვიჩის, გახმაურებული კომედია ,,ტესტოსტერონის" თეატრალური ვერსია ქართულ სცენაზე რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ დადგა. სცენოგრაფები და კოსტიუმების ავტორები არიან შოთა ალიბეგაშვილი და აჩიკო შამახია, რეჟისორის ასისტენტია მაია კვიმსაძე. სპექტაკლი ეხება ქალისა და კაცის ურთიერთობას, გადმოცემულია მათი ტრავმები, ნაჩვენებია, როგორ წარმოუდგენია ზოგიერთ მამაკაცს, ვინ არის ქალი და როგორ უნდა მოექცეს მას; როგორია კაცი, როცა ის მხოლოდ მამაკაცთა საზოგადოებაშია და როგორი წარმოუდგენიათ მათ ქალი.
სპექტაკლში მონაწილეობენ როგორც მესხიშვილის თეატრის, ასევე მიწვეული მსახიობები: აბელ სოსელია, ბაქარ დეისაძე, იოანე იმედაძე, გია საგინაშვილი, ლექსო ჩემია, ნიკა ძნელაძე, სულხან გოგოლაშვილი და სოფო ჩირაძე.
სპექტაკლის ნახვა ასევე შესაძლებელი იქნება 31 იანვარს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
