ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითესმენ“-ში («New Statesman») სათაურით „ხინკალი: რას ამბობს ქართული ეროვნული კერძი თავისი ქვეყნის შესახებ“ (ავტორი - იდო ვოკი), რომელშიც საუბარია ხინკალზე, მისი მომზადების წესზე და საერთოდ, ამ საკვები პროფუქტის მნიშვნელობაზე ქართულ კულტურაში.
“თამარ მეფე : მითი სრულყოფილი მმართველობის შესახებ” - ამ სათაურით აქვეყნებს BBC 44-წუთიან პოდკასტს თამარ მეფის შესახებ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამუზეუმო, კინოჩვენების, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.
თბილისის მერიამ 2019 წლის აპრილში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი დღეიდან უმასპინძლებს.
