ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ,,ალმა რუსმა'' ,,თეთრი ხიდის'' სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა
ქუთაისის მერიაში კომპანია ,,ალმა რუსთან’’ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზებს განმარტავენ.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის - ბექა ყურაშვილის თქმით, კომპანიამ ,,თეთრი ხიდის’’ სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულყოფილად და ხარისხიანად ვერ შეასრულა, რის გამოც მერიის მიერ გადარიცხული თანხის ნაწილი სახელმწიფო ხაზინაში უნდა დააბრუნოს.
,,საქართველოს კანონის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კომპანია ვალდებულია სამუშაოები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს. გამომდინარე იქედან, რომ სამუშაოები ჯეროვნად შესრულებული არაა, კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა. მონიტორინგის ჯგუფს ხარისხთან დაკავშირებითაც აქვს პრეტენზიები. მდგრადობაზე და უსაფრთხოებაზე მათთან შენიშვნები არ გვაქვს, მაგრამ ხარისხით უკმაყოფილო ვართ. წვიმის შედეგად, ხიდზე ლაქის ერთი ფენა სრულად წაიშალა. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, გადარიცხული 290 ათასი ლარიდან სახელმწიფო ხაზინაში 185 ათასი ლარი უნდა დააბრუნოს. აქედან 174 ათასი ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 11 ათას ლარამდე კომპანიისთვის დაკისრებულ ჯარიმებს უწევს''-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
სიახლეები
- რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, ვის შეიძლება შეეხოს „ქართული FARA“
- მარწყვის ტორტი
- "ბოლო ზარი ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება, დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს"- ირაკლი კობახიძე
- “თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება” – პაპუაშვილი
- აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის გრანტი გააუქმა