"საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი ქალთა პრობლემების მოგვარებაში"- ირმა პეტრიაშვილი
ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქალები სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის’’ და ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის’’ ქუთაისის ოფისის ერთობლივი ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მოეწყო.
პრეზენტაციას ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კეპულაძე უძღვებოდა. მისი თქმით, საზოგადოება უნდა გაეცნოს იმ სახელმწიფო სერვისებს, რომლებიც ძალადობის მსხვეპლს დახმარებას უწევენ.
,,ვისაუბრეთ გენდერული ძალადობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მომსახურებებზე, რომელსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლს სთავაზობს.
როგორც შეხვედრებიდან იკვეთება, საზოგადოება სახელმწიფო სერვისების შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, ამ კამპანიის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ ადამიანებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რა მექანიზმებით იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლს. სახელმწიფო სერვისების აქტიური პროპაგანდა თავად სახელმწიფოს მხრიდან მოდის, ეს იქნება გადაცემების თუ სხვადასხვა სარეკლამო რგოლების საშუალებით, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ცნობიერებაზე’’-განაცხადა Firstnews.ge- თან საუბარში თამარ კეპულაძემ.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქალები სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის’’ თავმჯდომარის - ირმა პეტრიაშვილის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ჩართულობა წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალია.
,,კარგია, რომ საზოგადოება აღიარებს პრობლემას. მსხვერპლიც მიმართავს შესაბამის ორგანოებს დახმარებისთვის. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი ქალთა პრობლემების მოგვარებაში. არის შემთხვევები, როდესაც თავად მსხვერპლი ცდილობს დამალოს ძალადობის ფაქტები, ასევე - მორიდების პროცესი, სირცხვილის გრძნობა. ამ შემთხვევაში საზოგადოება უნდა იყოს მეტად აქტიური, რათა არ დატოვოს ადამიანი თავის პრობლემებთან მარტო.
დღეს საზოგადოება მეტად თვითკრიტიკული გახდა, ფიქრობენ, რომ მათ ირგვლივ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები მათი ბრალიცაა. როდესაც ქუჩაში ძალადობის მსხვეპლს ხედავ, გულგრილად არ უნდა ჩაუარო და არ უნდა ჩათვალო, რომ ეს შენ არ გეხება. ამ მხრივ საზოგადოების მზაობა დღეს უფრო მეტია, ვიდრე გასულ წლებში,’’-აღნიშნა Firstnews.ge- თან საუბარში ირმა პეტრიაშვილმა.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში