November 22, 2024

იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია, ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს

იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია, ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს.

მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მობილური ბრიგადები სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

 

მოქალაქის ბინაზე აცრის პროცესს დაესწო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე.

 

,,იმერეთის 8 დიდ სოფელში მიმდინარეობს ვაქცინაციის მარათონი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი სამედიცინო პერსონალი. დაგეგმილია აღნიშნული პროცესი დანარჩენ სოფლებშიც გაგრძელდეს. ჩვენ არაერთხელ გავაცხადეთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისა, რომ დავამარცხოთ კოვიდპანდემია საქართველოში და ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ," - ზვიად შალამბერიძე.

 

პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.

 

მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

 

ვაქცინაციის მარათონში 49 სოფელია ჩართული.

წაკითხვა 588 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.