"ქუთაისში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 2 კვირაში დასრულდება" - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისში მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ნადირაძემ დაათვალიერეს.
მელიქიშვილის გამზირზე უკვე მოეწყო ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა, ამჟამად კი ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს, რისთვისაც 511 ათასი ლარი იხარჯება.
„კიდევ ერთი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ვადების დაცვით და ხარისხიანად სრულდება. ორ კვირაში მელიქიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს დასრულებული ქუჩა ექნებათ, რომელზეც მწვანე საფარი, მოწესრიგებული ტროტუარები და სანიაღვრეები მოეწყობა,“-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
