დღეს, ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 23-ე სხდომა გაიმართა
დღეს, ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 23-ე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა. დეპუტატებსა და შეკრებილ საზოგადოებას ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიმართა.
სხდომაზე შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:
- „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის N347 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- „საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე წარსადგენი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის განვითარების 2020-2022 წლების საპროექტო იდეების/წინადადებების მოწონების შესახებ“ და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის "EU4CULTURE-ე" ფარგლებში, ევროკავშირისაგან გრანტის მიღების თაობაზე, ქუთაისის მერიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს საკითხი, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების მიხედვით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 1 890 700 ლარით გაიზარდა.
როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ FirstNews.ge- თან საუბარში განაცხადა, ბიუჯეტის ზრდა ქონების გადასახადის და პრივატიზების გეგმის გადაჭარბებამ გამოიწვია.
"მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო პრივატიზებიდან (სხვადასხვა ქონებების გასხვისებიდან) 6 მილიონ 600 ათასი ლარის მიღება, ამ დროისთვის კი, ბიუჯეტში შესული თანხა 7 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.
ქონების გადასახდის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიღებული ქონების გადასახადია, თუმცა, კონკრეტულად რამდენი შეადგინა ამ თანხამ, ეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს აქვს. ჩვენთან თანხა ჯამურად მოდის. მიღებული თანხა ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვას მოხმარდება", - განაცხადა ჩვენთან საუბარში დავით ნიშნიანიძემ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი