კრამატორსკში დაიღუპნენ უკრაინელი ჟურნალისტი და ტელეოპერატორი
უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში დაიღუპნენ უკრაინული ტელეარხის, Freedom-ის ჟურნალისტი ალიონა გრამოვა(გუბანოვა) და ოპერატორი ევგენ კარმაზინი. ისინი აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში მუშაობდნენ.
Freedom-ის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი რუსული დრონით, „ლანცეტით“ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.
დრონით შეტევის დროს ჟურნალისტი და ოპერატორი ბენზინგასამართ სადგურზე ავტომობილში იმყოფებოდენ. დაჭრილია სპეციალური კორესპონდენტი ოლექსანდრ კოლიჩევი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კრამატორსკი დონეცკის ოლქის იმ ნაწილშია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. ქალაქი რუსეთის ჯარების მუდმივი შეტევის ქვეშაა.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში დაღუპულია მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
