იმერეთი კიდევ ერთ საპილოტე რეგიონად შეირჩა
ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, ახალი პროგრამის განსახორციელებლად საპილოტე რეგიონად იმერეთი განისაზღვრა.
ახალი საპილოტე პროგრამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ონლაინ პლათფორმით შეხვედრა გამართა ,,ჭკვიანი სპეციალიზაციის ჯგუფის“ ექსპერტებთან. მხარეებმა პროგრამის დანერგვისა და განხორციელებისთვის საჭირო თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრეს.
პროგრამის ფარგლებში მომზადდა შესაბამისი ანგარიში „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (S3) კარტირება საქართველოში - იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი. არსებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, დოკუმენტმა შეაფასა რეგიონის ეკონომიკური სექტორები, გაზომა სექტორების ინოვაციური პოტენციალი და მოახდინა იმ სექტორების იდენტიფიცირება, რომლებსაც ეკონომიკური გარდაქმნების სტიმულირების პოტენციალი გააჩნიათ.
“ჭკვიანი სპეციალიზაცია“ წარმოადგენს მიდგომას, რომელიც ევროპულ ქვეყნებში გამოიყენება, როგორც რეგიონების ინოვაციური პოტენციალის შეფასების მექანიზმი. ამ კომპონენტის განხორციელებით შესაძლებელი ხდება კონკრეტული რეგიონის ძლიერი მხარეების განსაზღვრა და მათი აქცენტირებული განვითარება.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ევროკავშირის ერთიანი კვლევის ცენტრის დახმარებით ახორციელებს პროექტს, იმერეთში „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ შერჩეული ეკონომიკური სექტორების შეფასებისა და რეგიონის ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიისთვის საჭირო ინფორმაციის მოსამზადებლად. დასახული ამოცანების მისაღწევად ინტერვიუებისათვის შერჩეულია შესაბამისი ორგანიზაციები და საწარმოები.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
