ხვალ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
ხვალ, 12 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას გამართავს. მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის ტრანსლაცია მოხდება ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში და საკრებულოს Facebook გვერდზე.
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგი შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის საფუძველზე.
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგი:
1. N59 ქალაქ ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხმისდამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება;
9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი კვოტების შესაბამისად, საკრებულოს ფრაქციებისაგან წარდგენილი წევრებით განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა; საფინანსო-საბიუჯეტო; ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის; კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების შემადგენლობების ცნობად მიღება;
10. საკრებულოს ფრაქციების მიერ წარდგენილ კანდიდატურათა საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა; საფინანსო-საბიუჯეტო; ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის; კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეების არჩევა;
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი