"ასეთი ფინიები გყავთ საკრებულოში" - გოგი წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან სათამაშო ძაღლი მიიტანა
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ აქცია-პერფორმანსი გამართა.
წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან, სადაც პირველი სხდომაა ჩანიშნული, სათამაშო "ფინია ძაღლი" მიიტანა.
მისი თქმით, სათამაშოში "ქართული ოცნების" ყველა წევრი ამოიცნობს თავს.
"ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის და მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით - დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და ბიძინასი მედგას უღელი. აი ამ შეგნებით არიან შესული შიგნით და ყველაფერს აკეთებენ ბიძინას მონობისთვის. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ", - განაცხადა გოგი წულაიამ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
