ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში, რიგგარეშე პირველი სხდომის საკითხები განიხილეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში, რიგგარეშე პირველი სხდომის საკითხები განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
დღეს ჩანიშნულ ქუთაისის საკრებულოს სხდომას ოპოზიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ოპოზიციის დეპუტატები შენობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ სხდომას არ დაესწრნენ. კითხვაზე რატომ მოვიდნენ, ან რატომ არ ესწრებიან სხდომას? - განაცხადეს, რომ ეს პროცედურული ომია.
"ოპოზიციის ინტერესი არ არის მოქალაქეების ინტერესი, მათი ინტერესია მხოლოდამხოლოდ ძალაუფლება, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან სწორედ ისეთი მეთოდებით, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ,"- განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში ირაკლი შენგელიამ.
ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა მახარაძემ, რომელმაც საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ მმართველი გუნდის შემადგენლობაში დარჩა.
ქუთაისის საკრებულომ დღეს უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის დავით აბულაძის მოთხოვნა განიხილა და მას უფლებამოსილება შეუჩერა.
საკრებულოს რიგგარეშე პირველი სხდომის დღის წესრიგი:
პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დავით აბულაძისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ;
პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბაქარ მახარაძისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ;
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021 – 2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის N347 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
„საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტე კონკურსზე წარსადგენი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის განვითარების 2020-2022 წლების საპროექტო იდეების/წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივნისის N395 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პანორამა ქუთაისისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიცილაპიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი