ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტში გაწერილი პრიორიტეტები განიხილეს
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალი პროექტები და ისაუბრეს კულტურისა და სპორტის სფეროს განვითარების პრიორიტეტებზე.
სხდომაზე ასევე განხილული იქნა განათლებისა და ახალგაზრდობულ საქმეთა მიმართულებით არსებული პროგრამები და სხვა პოექტები, რომლებიც სტარტს 2022 წელს აიღებს.
საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ბექა ქებულაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომას ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ, - ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში ბექა ქებულაძემ განაცხადა.
"როგორც ვიცი ოთხი წევრია კომისიაში ოპოზიციიდან. გაფრთხილებული იყვნენ, აქედან ერთს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა დანარჩენი სამი კი როგორც ვიცი აქციაზე იმყოფება თბილისში,"-აღნიშნა ბექა ქებულაძემ.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
