November 22, 2024

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში, რიგგარეშე მეორე სხდომის საკითხები განიხილეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში, რიგგარეშე მეორე სხდომის საკითხები განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.

საკრებულოს რიგგარეშე მეორე სხდომის დღის წესრიგი:

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის, დავით აბულაძის ადგილმონაცვლის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, კობა გურულის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

 

ახალი კორონავირუსის („COVID-19) გავრცელების გამო, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე M2 (ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით) და M3 (ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევ კომპანიებზე, 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში ნებართვების გაცემის ფასის გადაუხდელობით არსებული დავალიანების 2022 წლის ბოლომდე განწილვადებით გადახდის თაობაზე;

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილების) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე.

წაკითხვა 332 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.