ქუთაისის სპორტის მუზეუმში ვიქტორ სანეევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ქუთაისის სპორტის მუზეუმში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივით, ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხსოვნის საღამოს მონაწილეებმა ლეგენდარული მძლეოსანის მიღწევებსა და წარმატებებზე ისაუბრეს.
ვიქტორ სანეევს, ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა, მოგებული ჰქონდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები. იგი იყო საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის „ოქროს პრიზის“ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის მფლობელი; ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
ვიქტორ სანეევი რამდენიმე დღის წინ ავსტრალიაში გარდაიცვალა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
