November 22, 2024

ქუთაისში აქცია - "სოლიდარობა უკრაინას" გაიმართა

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

როგორც ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე FirstNews.ge-თან აცხადებს ქუთაისის მოსახლეობა გმობს პუტინის საქციელს.

 

„დილიდან სოციალურ ქსელებში ყველა გმობს ამ აგრესორის საქციელს, რასაც ის ეწევა უკრაინაში. სპონტანურად დაგეგმილ აქციაზე, ყველა ქუთაისელ ხალხს მოუნდა გარეთ გამოსვლა და მე ვერ ვიხსენებ უფრო მასშტაბურ აქციას, ვიდრე ახლა აქ ხდება. ამდენი სამოქალაქო აქტივისტი და მედიის წარმომადგენელი სამშობლოზე გულანთებული ადამიანი გამოვიდა და დღეს ეუბნება დანარჩენ მსოფლიოს, რომ გმობს პუტინის საქციელს. ქუთაისიდანაც ისმის ეს ხმა, რომ გვერდით ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ ხალხს. ჩვენს სამშობლოს გვერდით ვართ, რადგან ეს ყველაფერი მოდის ჩვენამდეც,“- განაცხადა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ.

 

ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის მათე ჩაფიჩაძის თქმით, დღეს, ქართველმა ხალხმა, არამარტო ქუთაისში, არამედ მთელს საქართველოში გამოხატა საკუთარი რეაქცია იმ წარმოუდგენელი ქმედების გამო, რასაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინაში.

 

„ეს სცდება ყოველგვარ ადამიანურ მორალსა და საერთაშორისო სამართალს. ეს არის პირდაპირი ჩარევა-ინტერვენცია უკრაინაში და ეს არის წარმოუდგენელი რამ. ამაზე ცუდ სიზმრებში თუ ვინმე იფიქრებდა მსგავსი ტიპის მოვლენების განვითარებას. შესაბამისის რეაქცია ქართველ ხალხშიც არის და ეს გამოძახილი ამ აქციაზე გამოიხატა, რომელიც სპონტანურად დაიგეგმა.

 

დღის განმავლობაშიც ბევრი კარგი ინიციატივებიც იყო გაჟღერებული. უკრაინელები ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენ საერთო ისტორია და საერთო მომავალი ინტეგრაცია გვაქვს ევროატლანტიკურ სივრცეში. დღევანდელი დღე ნამდვილად მძიმე იყო თითოეული უკრაინელისთვისა და ქართველისთვის. არ მეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ ფიქრობდეს ამ მოვლენებზე და გულის წუხილით არ უყურებდეს. იმედი მაქვს, რომ მალე შეჩერდება ეს ყველაფერი და უკრაინაც აღადგენს კონტროლს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე,“- აღნიშნა FirstNesws.ge- თან საუბარში მათე ჩაფიჩაძემ.

 

1111rrrrr66

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინას შეუტია. დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც, სადაც პერიოდულად განგაშის სიგნალი ირთვება.

 

არსებული ინფორმაციით (რომელიც ყოველ წუთიერად იცვლება) უკრაინაში დაბომბილია ქალაქები და სტრატეგიული ობიექტები.



ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და სამხედრო განგაშია გამოცხადებული. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საჰაერო სივრცე დახურულია.

 

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისევ ისმის აფეთქებების ხმა და სარაკეტო დარტყმები ხორციელდება.

წაკითხვა 590 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.