ქუთაისის მერია აგრძელებს სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დამატებითი სწავლების დაფინანსებას
ქუთაისის მერია აგრძელებს სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დამატებითი სწავლების დაფინანსებას, 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე.
ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ქუთაისში რეგისტრირებულ , სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს. აბიტურიენტები დამატებით სწავლებას გაივლიან ავტორიზირებულ სასწავლო დაწესებულებებში , საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
აბიტურიენტებს, მათ მშობლებსა და სკოლების წარმომადგენლებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა.
„წელს, უკვე მესამედ , ვიწყებთ პროგრამას სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის. დიდი ინტერესი გამოიწვია ამ პროგრამამ და უკვე 70 -მდე მოსწავლემ გამოთქვა სურვილი , რომ ჩაერთოს და დამატებითი გაკვეთილები მიიღოს მათ მიერვე არჩეულ 4 საგანში. დღეს შევხვდით აბიტურიენტებს, მათ მშობლებს , იმ სკოლების ხელმძღვანელებს, სადაც ჩაუტარდებათ ეს გაკვეთილები. ვისაუბრეთ პროგრამის პოზიტიურ მხარეებზე, მოსწავლეების სურვილებსა და მიზნებზე. მჯერა, ჩვენი ხელშეწყობით ეს ახალგაზრდები წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდებიან,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
