ქუთაისში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა
ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, კუიავსკო-პომორსკის მარშალის მოადგილე სლავომირ კოპიშჩი, პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ვანდა ზვინოგროდსკა, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი დაესწრნენ.
ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლის გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში. 2014 წლიდან იმერეთის და კუიავსკო-პომორკის რეგიონების მეგობრობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი და გაცვლითი პროგრამა განხორციელდა.
ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს იმერეთის რეგიონს.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ქალაქი ტორუნი იმერეთის მხარესთან დაძმობილებულ კუიავსკო-პომორკის რეგიონს წარმოადგენს, სადაც უკვე გაიხსნა წარმოშობით ქუთაისელის და პოლონეთში მოღვაწე ქართველი სამხედრო პირის, ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედანი.
იმერეთსა და კუიავსკო-პომორკის შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა ეტაპზე პროექტები განხორციელდა საგანმანათლებლო მიმართულებით, ასევე, ახალგაზრდებისთვის მოეწყო შემეცნებით სფეროში ერთობლივი პროგრამები, გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების, კულტურული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით ჩატარდა აქტივობები. პოლონეთის მიწვევით ქართულმა მხარემ არაერთ საერთაშორისო-ეკონომიკურ ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა.
სიახლეები
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
- "აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24 იანვრამდე
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
