ქუთაისში, ანგარიშის “შრომის უფლებებისა და უსაფრთხო შრომის მონიტორინგის პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისში "საიას" ქუთაისის ფილიალში (კოსტავას #11) ანგარიშის “შრომის უფლებებისა და უსაფრთხო შრომის მონიტორინგის პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სტანდარტების აღწერა, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად ამოქმედებული დამსაქმებლების ვალდებულებების გამოკვეთა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალურ დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების შესრულების ხარისხის შესწავლა. კვლევა მოიცავს ერთწლიან პერიოდს, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით.
კვლევის მეთოდოლოგია ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა: სამაგიდე კვლევა (desk research) და რაოდენობრივი კვლევა. კვლევის ფარგლებში მონიტორინგი განხორციელდა პირველ ეტაპზე - 24 საჯარო დაწესებულება (მერია/საკრებულო) მეორე ეტაპზე 42 დაწესებულება, რომელთა შორისაც 18 არის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
კვლევაზე/ანგარიშზე მუშაობდნენ რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; ირაკლი მხეიძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი;
საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და შრომის სტანდარტები; შრომის რეფორმა; შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები; პროფკავშირების შექმნის და გაერთიანების უფლება; შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე - კანონმდებლობა და პრაქტიკა;
„ასოცირების ხელშეკრულება, შრომის უსაფრთხოების მიზნით, ამ სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს, რაც შრომითი უფლებების და უსაფრთხოების გარანტიაა. ასოცირების ხელშეკრულების მე-6 კარის მე-13 და მე-14 თავი დასაქმებას, სოციალურ პოლიტიკას და თანაბარ შესაძლებლობებს ეხება. ამ თავის მიზანია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნა, სიღარიბის შემცირება, გაძლიერებული სოციალური ინტეგრაცია, მდგრადი განვითარება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და გაუმჯობესებული ცხოვრების დონე. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განსახორციელებელია შემდეგი ღონისძიებები: შესაცვლელია დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისკენ. მნიშვნელოვანია, შრომის ბაზარზე აქტიური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ეფექტიანი დასაქმების სერვისების ხელშეწყობა. ასიცურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჯარო სექტორს რიგი ვცლილებების და აქტივობების განხორციელება დაევალათ, რომლის აღსრულებაც მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს პროექტის მენეჯერი მარიკა ვაჭარაძე.
პროექტის „შრომის უფლებების და უსაფრთხო შრომის მონიტორინგი იმერეთის საჯარო დაწესებულებებში“ მიზანია: საზოგადოების ინფორმირებულობა შრომით უფლებებზე და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე; საჯარო სამსახურებში (მერია, საკრებულო, ააიპები) გადამზადებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გააქტიურება და ჩართვა საკითხის ადვოკატირებაში; ადვოკატირების გზით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერიებში, საკრებულოებში და მათზე დაქვემდებარებულ ააიპებში;
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"