"საგარეჯოში სამი დაჭრილი განაგრძობს მკურნალობას,მათგან ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია"- მამუკა ოთიაშვილი
„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, დაჭრილი ორი პირი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე, 24 წლის მამაკაცი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
როგორც ოთიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ მამაკაცს ქირურგიული ჩარევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია.
რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ექიმის ინფორმაციით, მათ ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები ბარძაყის მიდამოში აქვთ.
„ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი დაჭრილი განაგრძობს მკურნალობას. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ისინი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას. ღამის განმავლობაში გართულებას ადგილი არ ჰქონია. მესამე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, პარამეტრები შედარებით დასტაბილურებულია და მეთვალყურეობისა ქვეშ იმყოფება. ეს პაციენტი არის 24 წლის ბიჭი. მას მუცლის ღრუზე ჩაუტარდა ოპერაცია, ასევე ჩატარდა არტერიისა და ვენის გადანერგვა“, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.
როგორც „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, მიუხედავად დაჭრილი პაციენტების დაზიანებების სიმძიმისა, „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმების გუნდი მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
