ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-15 სხდომაზე წარმოდგენილი ექვსი საკითხი დაამტკიცა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-15 სხდომაზე წარმოდგენილი ექვსი საკითხი დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა
მიღებული გადაწყვეტილებით პირველი ცვლილება შევიდა ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტში. რის შედეგადაც, დაკორექტირდა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 იანვრის N75, 2021 წლის 16 აგვისტოს N1419 განკარგულებები.
ამასთან საქართველოს მთავრობის 29/12/2022 წლის N2475 და 26/12/2022 წლის N2435 განკარგულებების შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელების შესაბამის პროგრამულ კოდებზე. საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, ინფრასტრუქტურული პროექტები გაიზარდა 472,9 ათასი ლარით.
საერთო დანიშნულების ხარჯებიდან კი გაიზარდა საგრანტე პროგრამა escapeland - ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში 217,6 ათასი ლარით.
პირველი ცვლილების შედეგად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით 122548,4 ათას ლარს შეადგენს.
საკითხის თანახმად განხილული და დამტკიცებული იქნა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმა.
ცვლილება შევიდა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის № 12 განკარგულებაში. რომლის თანახმადაც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნული იქნა საკრებულოს წევრი, მანანა ჩიხლაძე.
განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხა. რის შედეგადაც ცვლილება შევიდა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში.
დამტკიცებული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმა.
საკითხის თანახმად ქუთაისის მერს თანხმობა მიეცა, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით) იჯარის ფორმით, მოახდინოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი