ხვალიდან ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 60 თეთრი ეღირება

11 თებერვლიდან ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იცვლება. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 60 თეთრი იქნება. გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაც ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:

 


„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის N169 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, დამტკიცდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გადახდის ახალი ტარიფები.

 

2023 წლის 11 თებერვლიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება და მისი ღირებულება, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის ( ავტობუსები და მიკროავტობუსები), გახდება 60 თეთრი.

 

გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და კომფორტულად მგზავრობის მიზნით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გარდა , მოქმედებს “თიბისის“ ნებისმიერი საბანკო ბარათი.

 

ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, 30 000-მდე მოქალაქე სარგებლობს სხვადასხვა სახის შეღავათით. ქალაქში მოძრაობს თანამედროვე, კომფორტული ავტობუსები და მიკროავტობუსები. მოწესრიგებულია სვლაგეზები და დაცულია ტრანსპორტის მოძრაობის სქემები.


ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია, ყოველდღიურად, რამდენიმე ათეული ავტობუსის საშუალებით ემსახურება 25.000 -ზე მეტ მგზავრს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი თავს არიდებს მგზავრობის საფასურის გადახდას

.

მსგავსი შემთხვევების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში შექმნილია მგზავრთა მონიტორინგის განყოფილება, რომლის ფუნქციაა უბილეთო მგზავრების გამოვლენა და მათი, კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, დაჯარიმება. კომპანიის კონტროლიორები, ყოველდღიურად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ახორციელებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ვალდებულია, მუნიციპალურ ტრანსპორტში ამოსვლისთანავე გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება.

 

უბილეთოდ მგზავრობა იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად და ჯარიმის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს, საჯარიმო ოქმის ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის თანხას ემატება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.


მგზავრს უფლება აქვს, ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაასაჩივროს გადაწყვეტილება,"-ნათქვამია ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

წაკითხვა 328 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.