ზვიად შალამბერიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს პარლამენტში ირანთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი ჭიჭინაძე, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული და ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

გუბერნატორმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ იმერეთი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საინტერესო რეგიონია, ასევე აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც გამოირჩევა.

 

,,იმერეთის მხარე მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ასევე რეგიონი მიმზიდველია კულტურული და ბუნებრივი ძეგლების სიმრავლით, რაც მხარეს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გაზრდილ რაოდენობას, ადვილი მისახვედრია, რომ ეს მხარე ვიზიტორებისთვის საინტერესოა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ 2023 წელს ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იქნება. პროექტის ფარგლებში დასრულდება 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება, განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმიური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი, განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები. აღნიშნული პროექტი გარდა ვიზიტორების სიმრავლისა დამატებით ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა ქვეყანასთან.

 

ასევე, მინდა გითხრათ, რომ იმერეთი საგანმანათლებლო მიმართულებითაც საინტერესოა. ქუთაისი ნამდვილად არის საგანმანათლებლო ჰაბი. ქალაქში, ჩვენ გვაქვს სამი მსხვილი უნივერსიტეტი, აქედან ერთ-ერთია საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის ინვესტიცია შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. უმაღლესში სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და სტუდენტებს მსოფლიო დონის მოწვეული პროფესორები ასწავლიან. ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის საშუალებას მოგვცემს და გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს.

 

გარდა ამისა იმერეთი გამოირჩევა მაღალგანვითარებული სასოფლო-სამეურნეო მიმართულებითაც, რეგიონს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასე, რომ აღნიშნული რეგიონი ნებისმიერი ვიზიტორისთვის არის მიმზიდველი და საინვესტიციოდ იდიალური,“ - ზვიად შალამბერიძე.

 

შეხვედრაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების.

წაკითხვა 285 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.