ქუთაისის მერმა 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და 2023 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ქალაქის მერმა ისაუბრა 2022 წელს განხორციელებულ პროექტებზე, მუნიციპალურ და საერთაშორისო პროგრამებზე , მიღწეულ შედეგებსა და დაძლეულ გამოწვევებზე.
გაიმართა მერის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის ამსახველი ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია.
„2022 წელი ქუთაისისთვის იყო უამრავი ახალი პროექტის და პროგრამის განხორციელების წელი, რისი საშუალებაც მოგვცა გაზრდილმა ბიუჯეტმა. შევძელით გაგვეზარდა ყველა წარმატებული პროგრამის მოცულობა, დავაფინანსეთ რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ისეთები, რომლებიც წლების მანძილზე იყო მოსახლეობის დაკვეთა. აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო პროგრამებსა და ინიციატივებში.
დღეს სწორედ ეს ანგარიში წარვუდგინეთ საზოგადოებას, ერთად ვნახეთ საანგარიშო ვიდეო-რგოლი და 2023 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზეც ვისაუბრეთ,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
- "ფასები ჩვენთან უფრო იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს 2-ჯერ უფრო უკეთესად" - ირაკლი კობახიძე
- "ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მაისიდან
